ანდრიუს კუბილიუსი - „ქართული ოცნება“ თუ აცნობიერებს პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე, დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს უცხოელი აგენტის კანონი და დაიწყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირება
ანდრიუს კუბილიუსი - „ქართული ოცნება“ თუ აცნობიერებს პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე, დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს უცხოელი აგენტის კანონი და დაიწყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირება

„ქართული ოცნება“ და მთავრობა მიზანმიმართულად ახორციელებს ახალ პროვოკაციებს და ახალ დაბრკოლებებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი და აპროტესტებს მთავრობის მიზანმიმართულ პროვოკაციებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ინსტიტუტები, მათ შორის ევროპარლამენტი, დგანან ქართველ ხალხთან ერთად და მზად არიან, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის არჩევანს.

საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ქართველი ხალხის სტრატეგიულ ინტერესებს და მიზანმიმართულად იწვევს ფართო პროტესტს.

უცხოელი აგენტების კანონით მთავრობის პოლიტიკურმა პროვოკაციამ აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში გამოიყვანა. თუ „ქართული ოცნება“ აცნობიერებს თავის ისტორიულ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე, მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ორი გადაწყვეტილება: გააუქმოს უცხოელი აგენტის კანონი და დაიწყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირება“, – წერს კუბილიუსი „ტვიტერის“ გვერდზე.