ანდრიუს კუბილიუსი - მთავრობისთვის გონივრული იქნებოდა, არ გამოიყენოს ზედმეტი პოლიტიკურ-სამართლებრივი ძალა მთავრობასთან უთანხმოების გამოხატვის ასაკრძალად
ანდრიუს კუბილიუსი - მთავრობისთვის გონივრული იქნებოდა, არ გამოიყენოს ზედმეტი პოლიტიკურ-სამართლებრივი ძალა მთავრობასთან უთანხმოების გამოხატვის ასაკრძალად

მთავრობისთვის გონივრული იქნებოდა, არ გამოიყენოს ზედმეტი პოლიტიკურ-სამართლებრივი ძალა ხალხის მხრიდან მთავრობასთან უთანხმოების გამოხატვის ასაკრძალად, – ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ 87 პირისგან შემდგარი სია, რომლებიც დაკავებულები არიან ან იდევნებიან მათ შორის საზოგადოებრივი დემონსტრაციების დროს მათი ქმედებებისთვის. რა თქმა უნდა, მთავრობისთვის გონივრული იქნებოდა, არ გამოიყენოს ზედმეტი პოლიტიკური სამართლებრივი ძალა ხალხის მხრიდან მთავრობასთან უთანხმოების გამოხატვის ასაკრძალად“,- აღნიშნა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს ეს ადამიანები პოლიტპატიმრებად, ანდრიუს კუბილიუსი პასუხობს:

„არ ვარ დარწმუნებული, რას ნიშნავს პოლიტიკური პატიმარი. პოლიტიკური საქმიანობის გამო ახლა მათ დევნიან და ეს არ არის ძალიან კარგი ნიშანი“, – განაცხადა კუბილიუსმა.