ანდრიუს კუბილიუსი - მივესალმები საქართველოს საარჩევნო რეფორმის პირველი მოსმენით დამტკიცებას, ვიმედოვნებ, ყველა ოპოზიციური პარტია შეძლებს მონაწილეობას მომდევნო მოსმენებში
ანდრიუს კუბილიუსი - მივესალმები საქართველოს საარჩევნო რეფორმის პირველი მოსმენით დამტკიცებას, ვიმედოვნებ, ყველა ოპოზიციური პარტია შეძლებს მონაწილეობას მომდევნო მოსმენებში

ვიმედოვნებ, რომ რვა მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება და ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შეძლებს მონაწილეობის მიღებას მომდევნო მოსმენებში, – ასე გამოეხმაურა ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ​ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერას „ტვიტერში“.

„მივესალმები საქართველოს საარჩევნო რეფორმის 136 ხმით პირველი მოსმენით დამტკიცებას. ვიმედოვნებ, რომ რვა მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება და ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შეძლებს მონაწილეობის მიღებას მომდევნო მოსმენებში. ეს არის გზა საქართველოში დემოკრატიის სიმწიფისკენ პოლიტპატიმრების გარეშე“, -წერს ანდრიუს კუბილიუსი.

136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.  კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმაც, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.