ანდრიუს კუბილიუსი - „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ ოჯახში ვართ და მათ ყოველთვის ნათლად ვუცხადებთ, რომ კრიზისს არ მოაქვს პოზიტიური იმიჯი საქართველოსთვის
ანდრიუს კუბილიუსი - „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ ოჯახში ვართ და მათ ყოველთვის ნათლად ვუცხადებთ, რომ კრიზისს არ მოაქვს პოზიტიური იმიჯი საქართველოსთვის

„ევროპულ საქართველოსთან“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ ოჯახში ვართ, ასე შეიძლება ითქვას, მათ ყოველთვის ნათლად ვუცხადებთ, რომ ამ კრიზისს არ მოაქვს რაიმე პოზიტიური იმიჯი საქართველოსთვის, – აცხადებს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი.

„არის პრობლემები, რომლებიც მმართველმა პარტიამ უნდა მოაგვაროს, მაგრამ ასევე მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, რომ რეალურად გაიგონ საკუთარი პასუხისმგებლობა, რომ იპოვონ გამოსავალი კრიზისიდან.

ლიეტუვაში ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვიდრე ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები გავხდებოდით, ჩვენ გავდიოდით ზოგჯერ ძალიან რთულ პოლიტიკურ კრიზისებს, როცა ისე ჩანდა, რომ პოლიტიკური პარტიები ვერ პოულობდნენ შეთანხმების გზას. მაგრამ მას შემდეგ გვაქვს ნათელი გაგება იმისა, რომ ასეთი პოლიტიკური კრიზისები, რეალურად, აზიანებს ჩვენს პერსპექტივას, გავწევრიანდეთ ნატო-სა და ევროკავშირში. ყოველთვის ვპოულობდით გადაწყვეტილებას, ორივე მხარეს, პოზიცია-ოპოზიციას უნარი ჰქონდა, საუკეთესო გადაწყვეტილებაზე შეთანხმებულიყო“, – აღნიშნა კუბილიუსმა „ტვ პირველის“ ეთერში.