ანდრიუს კუბილიუსი – დონალდ ტრამპი თუ გრენლანდიაში სამხედრო ოპერაციას ჩაატარებს მასზე კონტროლის დასამყარებლად, ეს ნატო-ს, როგორც თავდაცვის ალიანსის დასასრულს ნიშნავს

18:13, 07.01.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თუ გრენლანდიაში სამხედრო ოპერაციას ჩაატარებს მასზე კონტროლის დასამყარებლად, ეს ნატო-ს, როგორც თავდაცვის ალიანსის დასასრულს ნიშნავს, – ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

„ვეთანხმები დანიის პრემიერ-მინისტრს: თუ ეს მოხდება – თუმცა არ მჯერა, რომ ეს შეიძლება მოხდეს – თუ ამერიკის ადმინისტრაცია გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად ძალას გამოიყენებს, ეს ნამდვილად ყველა ტრანსატლანტიკური კავშირისა და ნატო-ს დასასრული იქნება. აშშ-ის ადმინისტრაციას ალბათ კარგად ესმის ეს“, – განაცხადა მან.

კუბილიუსის თქმით, თუ შეერთებულ შტატებს რეალურად სურს გრენლანდიის ან რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება, მას შეუძლია გააფართოვოს იქ თავისი სამხედრო ბაზები.

„მე გულწრფელად მჯერა, რომ შეერთებულ შტატებს უნდა ჰქონდეს რაციონალურობა და საღი აზრი იმის გასაგებად, რომ მას არ შეუძლია, მკაცრად მოეპყროს თავის ნატოელ მოკავშირეებს და ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, ყველა ნორმისა და შეთანხმების იგნორირებით. ბოლოს და ბოლოს, ამ შემთხვევაში პარადოქსული კითხვა გაჩნდება: თუ შეერთებული შტატები გრენლანდიის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს, რას იზამს შეერთებული შტატები, როგორც ნატო-ს წევრი? ბოლოს და ბოლოს, ნატო-მ უნდა დაიცვას თავისი ერთ-ერთი წევრი, ანუ დანია და მისი ტერიტორიები, ნებისმიერი აგრესიისგან“, – აცხადებს კუბილიუსი.

მსგავსი