ანდრიუს კუბილიუსი - ადამიანის ციხეში დარჩენა, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, უდრის სამთავრობო დაწესებულებების მიერ წამების მიზანმიმართულ პოლიტიკას
ანდრიუს კუბილიუსი - ადამიანის ციხეში დარჩენა, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, უდრის სამთავრობო დაწესებულებების მიერ წამების მიზანმიმართულ პოლიტიკას

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კუბილიუსი „ტვიტერზე“ წერს.

„ადამიანის ციხეში დარჩენა, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასე მძიმეა, უდრის სამთავრობო დაწესებულებების მიერ წამების მიზანმიმართულ პოლიტიკას. წამების აღწერა წამების წინააღმდეგ კონვენციის მიხედვით: „… როდესაც ასეთი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია საჯარო მოხელის ან ოფიციალური მოვალეობის შემსრულებელი სხვა პირის მიერ ან წაქეზებით, ან თანხმობით“, – წერს ანდრიუს კუბილიუსი.