ანდრიუს კალინდრა - ვიმედოვნებთ, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება მიაღწევს მიზანს, ვიმუშაოთ ერთად და განვახორციელოთ რაც შეიძლება მეტი ამ შეთანხმებიდან
ანდრიუს კალინდრა - ვიმედოვნებთ, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება მიაღწევს მიზანს, ვიმუშაოთ ერთად და განვახორციელოთ რაც შეიძლება მეტი ამ შეთანხმებიდან

ლიეტუვის ელჩის ანდრიუს კალინდრას განცხადებით, იმედი აქვს, ევროკავშირითან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ რვა წლის წინ ხელმოწერილი შეთანხმების მიზანი მიღწეული იქნება.

კერძოდ, ელჩის განმარტებით, აღნიშნული შეთანხმების არსი მდგომაროებს იმაში, რომ ერთად მუშაობით, ამ შეთანხმებიდან რაც შეიძლება მეტი განხორციელდეს.

„რვა წლის წინ, 26 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას ევროკავშირითან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. ვიმედოვნებთ, ამ შეთანხმების არსი მიზანს მიაღწევს, სხვადასხვა გზით ჩვენთვის და თქვენთვის, რომ ვიმუშაოთ ერთად და განვახორციელოთ რაც შეიძლება მეტი ამ შეთანხმებიდან“, – აღნიშნა ანდრიუს კალინდრამ.