ანდრიუს კალინდრა – მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს მათი მშვენიერი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე

08:47, 26.05.2021

საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ვიდეომიმართვით ულოცავს, რომელიც მან მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გაავრცელა.

„მინდა, მივულოცო ქართველ ხალხს მათი მშვენიერი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. დაე, თქვენმა დროშამ ყოველთვის იფრიალოს მაღლა და ამაყად და თქვენი თავისუფლებისადმი სწრაფვა იყოს დაუნდობელი. ლიეტუვა გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას ამ ღირსეულ გზაზე“, – წერს ანდრიუს კალინდრა.

მსგავსი