ანდრიუს კალინდრა – ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ
ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
„ევროპის დღეს, ლიეტუვა კიდევ ერთხელ ნათლად აცხადებს საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ სრული მხარდაჭერის შესახებ და შეგახსენებთ, რომ ჩვენ საქართველოს მოსახლეობასთან ვდგავართ. ძალა ერთობაშია. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – განაცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა.
On #EuropeDay2021, 🇱🇹once again clearly states full support to #Georgia‘s #European future & remind that we stand w/ the people of 🇬🇪. Strength is in unity. We are much #StrongerTogether https://t.co/5fz9Zi0XXo
— Andrius Kalindra (@a_kalindra) May 9, 2021