ანდრია ჯაღმაიძე - ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით პოზიტიურის მოლოდინში ვართ, არსებობს რაღაც იმედი, დაველოდოთ
ანდრია ჯაღმაიძე - ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით პოზიტიურის მოლოდინში ვართ, არსებობს რაღაც იმედი, დაველოდოთ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ოკუპანტების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არსებობს.

ჯაღმაიძე კონკრეტიკისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

„მოლოდინში ვართ გახელაძესთან დაკავშირებით, არსებობს რაღაც იმედები, დაველოდოთ. პროცესის დაძვრის მოლოდინში ვართ და წინასწარ არ მინდა, რამე ვთქვათ. ვადებს ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც პოზიტიურის მოლოდინში ვართ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.