ანდრია ჯაღმაიძე – ვიდრე ცნობილი არ არის აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკების შედეგები, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება

14:29, 24.05.2019

ვიდრე ცნობილი არ არის აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკების შედეგები, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დავით გარეჯთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, საქართველოს საპატრიარქო მუდმივად ადევნებს თვალს პროცესს.

„ველოდებით საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ჩართულობით მიმდინარე დიალოგის რეზულტატს. როგორც ადრევე იყო საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი, მნიშვნელოვანია, მკაცრად იყოს დაცული ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მსგავსი