ანდრია ჯაღმაიძე - თუ ასაკოვანი მშობელი გვყავს ან სხვა რისკის მატარებელი წევრი, ასეთ შემთხვევაში თუ მსახურებას არ დაესწრები, არ დააკნინებს შენს რწმენას
ანდრია ჯაღმაიძე - თუ ასაკოვანი მშობელი გვყავს ან სხვა რისკის მატარებელი წევრი, ასეთ შემთხვევაში თუ მსახურებას არ დაესწრები, არ დააკნინებს შენს რწმენას

თუ ასაკოვანი მშობელი გვყავს ან სხვა რისკის მატარებელი წევრი, ასეთ შემთხვევაში თუ მსახურებას არ დაესწრები, არ დააკნინებს შენს რწმენას, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქზე“ წერს.

„მინდა ჩემმა მრევლმა კარგად გაიგოს: როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენს ოჯახში მიმოვიხედოთ და თუ ასაკოვანი მშობელი გვყავს ან სხვა რისკის მატარებელი წევრი, თავი შევიკავოთ ტაძარში წასვლისაგან, ნუ იფიქრებ, რომ სხვაზე ვსაუბრობ, არამედ გეხება შენ თავად! ასევე ითქვა, რომ ასეთ შემთხვევაში თუ მსახურებას არ დაესწრები, არ დააკნინებს შენს რწმენას“,- წერს ანდრია ჯაღმაიძე.