ანდრია ჯაღმაიძე - ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება წარმოუდგენელია, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები
ანდრია ჯაღმაიძე - ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება წარმოუდგენელია, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები

ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელია. ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მდგომარეობას, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ყველა ზომა და თან ვმსახურობთ,- ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ამ კომენტარით მან უპასუხა მედიის კითხვას, სასულიერო პირის ინფიცირების შემდეგ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ არსებობს საფრთხე ინფექციის გავრცელებისა და შეიძლება თუ არა ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს აღდგომის დღესასწაულზე.

„ის, რომ ადამიანი ეზიარება, არ არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ ინფექციისგან ვიქნებით დაცულები. ჩვენ ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება, ადრე თუ გვიან. მთავარია, სტრატეგია ეს არის ზოგადად ჯანდაცვის სისტემის, სახელმწიფოსი, ჩვენიც, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვმსახურობთ, ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება წარმოუდგენელი რამ არის. ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან ყველა უსაფრთხოების ზომა და თან ვმსახურობთ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.