ანდრია ჯაღმაიძე - სამწუხაროა, რომ ასეთი პოლარიზებული აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოება, მეტი თანაგრძნობა გვმართებს
ანდრია ჯაღმაიძე - სამწუხაროა, რომ ასეთი პოლარიზებული აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოება, მეტი თანაგრძნობა გვმართებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

მისი თქმით, ადამიამებს მართებთ, ერთმანეთი მეტად გააძლიერონ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი პოლარიზებული აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ გვმართებს, რომ ვიყოთ სიყვარულით სავსენი, გავაძლიეროთ ერთმანეთი და ამ ერთობაში ჩვენი, ყველას საკეთებელი საქმე ვაკეთოთ. მეტი თანაგრძნობა გვმართებს. მინდა, სამძიმარი ვუთხრა ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს. ნებსიმიერი ადამიანის, ჩვენი თანამოქალაქის წასვლა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, არის სამწუხარო“, – ანდრია ჯაღმაიძემ.

დატოვე კომენტარი