ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს - იმედია, სკოლების შემდეგ საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ
ანდრია ჯაღმაიძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს - იმედია, სკოლების შემდეგ საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ

იმედია, სკოლების შემდეგ საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ქალბატონო … სკოლების შემდეგ, იმედია, საბავშვო ბაღებს არ მოუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების დროა, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ.

„უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების დროა, რომ გამოხატონ სოლიდარობა საპროტესტო აქციების მიმართ მთელი საქართველოს მასშტაბით, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.