დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მთავარია, დისტანციის დაცვით მოვახერხოთ, რომ ერთბაშად არ დაავვადდეთ ყველანი, ჩვენ ამ დისტანციას ვიცავთ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მთავარია, დისტანციის დაცვით მოვახერხოთ, რომ ერთბაშად არ დაავვადდეთ ყველანი, ჩვენ ამ დისტანციას ვიცავთ

მაძლევთ გარანტიას, რომ ახლა თქვენ არ გჭირთ კორონავირუსი და არ მაავადებთ? არ არის დაცული დისტანცია, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ ეკლესიებში უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებთ დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თქვენ მაძლევთ გარანტიას, რომ ახლა თქვენ არ გჭირთ კორონავირუსი და არ მაავადებთ? არ არის დაცული დისტანცია. გეკითხებით, თქვენ თუ გაქვთ გარანტია, რომ ახლა მე ვარ დაცული, როდესაც ახლო დისტანციიდან გესაუბრებით? ვინ არის დაცული? ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის დაავადება, რომელსაც მოვიხდით ყველანი ადრე თუ გვიან და მთავარია, რომ ჩვენ ამ დისტანციის დაცვით გავუფრთხილდეთ, რომ ერთბაშად არ დაავვადდეთ ყველანი. ჩვენ ამ დისტანციას ვიცავთ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.