ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის ფოტოს აქვეყნებს - ლურჯად აღნიშნულია, სად გადის საზღვარი K-38 რუკის მიხედვით, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა კომისიას
ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის ფოტოს აქვეყნებს - ლურჯად აღნიშნულია, სად გადის საზღვარი K-38 რუკის მიხედვით, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა კომისიას

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.

„წითლად აღნიშნულია, კომისიის ფარგლებში შეთანხმებული, სასაზღვრო ზოლი, სადაც კოორდინატების სიზუსტემდე განსაზღვრულია ხაზი.

მწვანე კი 1 400 მ. სიგრძის მონაკვეთია, სადაც პრინციპული შეთანხმებაა, რომ ხაზი გაივლის ქედზე, ოღონდ დასაზუსტებელია კოორდინატები, – „საზღვრის ამ უბანზე საზღვრის ხაზი შეუთანხმებელია. მხარეებს არ გააჩნიათ აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკური საზღვარი გადის ქედზე“, – წერია შესაბამის ოქმში.

ნახაზზე წითელი ოთხკუთხედით მონიშნულია უდაბნოს მონასტრის კელიების დაახლოვებითი მდებარეობა.

ლურჯად აღნიშნულია, სად გადის საზღვარი K-38 რუკის მიხედვით, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა კომისიას“, – წერს ჯაღმაიძე.

წითლად აღნიშნულია, კომისიის ფარგლებში შეთანხმებული, სასაზღვრო ზოლი, სადაც კოორდინატების სიზუსტემდე განსაზღვრულია ხაზი….

Posted by Andria Jagmaidze on Wednesday, February 3, 2021