ანდრია ჯაღმაიძე - აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არ არის საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებული ქმედება, ამიტომ, არაფერი ირღვევა, თუ საფლავზე არ გავალთ
ანდრია ჯაღმაიძე - აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არ არის საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებული ქმედება, ამიტომ, არაფერი ირღვევა, თუ საფლავზე არ გავალთ

სასურველია, ტრადიციული ტრაპეზი ერთად არ გაიმართოს, დამატებით სირთულეს ქმნის ერთად ბევრი ხალხის თავმყორა, ეს რეკომენდაციაში შედის, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ამასთან, ჯაღმაიძის თქმით, აღდგომა დღეს, სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას.

„ასევე, აღსანიშნავია სასაფლაოზე გასვლის საკითხი. აღდგომა დღეს, სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას, ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა დღევანდელ დღეს, დღევანდელ რეალობას, ამიტომ აქაც არაფერი არ ირღვევა, თუ ჩვენ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებშიც გათვალისწინებით იმ შეზღუდვებისა, რასაც გვიწესებს ხელისუფლება, არ გავიდეთ საფლავზე“ , – განაცხადა ჯაღმაიძემ.

დატოვე კომენტარი