ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს ტერიტორიაზე რამდენიმე სატვირთო მანქანა რეგიონებში პროდუქტების წასაღებად შევიდა
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს ტერიტორიაზე რამდენიმე სატვირთო მანქანა რეგიონებში პროდუქტების წასაღებად შევიდა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს ტერიტორიაზე რამდენიმე სატვირთო მანქანა რეგიონებში პროდუქტების წაღების მიზნით შევიდა.

„ჟურნალისტები მწერენ, ვერტმფრენი და სამხედრო ძალის მობილიზება ხდება საპატრიარქოშიო. სინამდვილეში, არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. პატრიარქმა დახმარება გაუწია და გააგზავნა რეგიონებში პროდუქტები“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქზე“.