ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს პოზიციას არ წარმოადგენს არც ერთი განცხადება, რომლებიც ცალკეულმა მღვდელმთავრებმა გააკეთეს
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს პოზიციას არ წარმოადგენს არც ერთი განცხადება, რომლებიც ცალკეულმა მღვდელმთავრებმა გააკეთეს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს პოზიციას არ წარმოადგენს არც ერთი განცხადება, რომლებიც ცალკეულმა მღვდელმთავრებმა გააკეთეს. ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა ჩატარდა.

მისივე თქმით, ეკლესია მუდმივად საუბრობს მიტევებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანული მოწოდებები სახელმწიფოს ფუნქციონირების პარამეტრებში უნდა სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.

„ეკლესია სულ ამბობს, რომ ერთმანეთს მივუტევოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ფუნქციონირების პარამეტრებში და კატეგორიებში გადის ქრისტიანული მოწოდებების შესრულება სრულად. ეს რომ იყოს, აქამდე ძალიან ბედნიერად ვიცხოვრებდით. საპატრიარქოს პოზიცია არ არის არც ერთი განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.