ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის თხოვნა იყო, პატრიარქს დღეს შეხვედროდა, თუმცა შეხვედრა დღეს არ ხერხდება
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის თხოვნა იყო, პატრიარქს დღეს შეხვედროდა, თუმცა შეხვედრა დღეს არ ხერხდება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პრეზიდენტს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდა.

ჯაღმაიძის თქმით, პატრიართან შეხვედრა ნებისმიერ დროს არ არის შესაძლებელი.

„სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის შეხვედრა ვერ მოხერხდა. პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება. თხოვნა იყო, რომ დღეს შემდგარიყო ეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. მიზეზს ვერ დაგიკონკრეტებთ, უშუალოდ მე ამ პროცესში არ ვიყავი ჩართული“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.