ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ სააღდგომო ღვთისმსახურება ჩატარდება, თუმცა ამ საკითხზე დაწვრილებით ხვალ ისაუბრებენ

16:20, 14.04.2020

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საპატრიარქო ხვალ გაახმაურებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ ჩატარდება სააღდგომო ღვმთისმსახურება.

მისი თქმით, გარკვეული დეტალები ზუსტდება და ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ამის შესახებ დაწვრილებით ხვალ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, მსახურება ჩატარდება, დეტალებია შესათანხმებელი, ნაჩქარევი იქნება რაღაც ვარაუდები გამოვთქვა, ხვალამდე უნდა მოვიცადოთ“ , – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი