ანდრია ჯაღმაიძე - 9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა
ანდრია ჯაღმაიძე - 9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა

9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ქრისტე აღდგა!

მინდა, ყველას მოგეფეროთ! ყველას! ისეთი მოჭარბებული სიხარული მოგვცა ღმერთმა ამ ღამეს, შეგვიძლია, ყველა უსიყვარულობა, განკითხვა, შური და მტრობა დავამარცხოთ!

რომ შეიძლებოდეს სათითაოდ, ყველა ქართველს მოგილოცავდით პირადად!

9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა!

1. აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან. 2. ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა. 3. და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყუნენ წინაშე ღმრთისა და განსხცრებოდიან სიხარულითა. 4. აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელ-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე.

ღვთის წინაშე სიმართლით ცხოვრებით, ყველა მწუხარება გაქრება!

ქრისტე აღდგა!“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქზე“.