ანდრია გვიდიანი - მომავალი წლის ბიუჯეტი კარგად არის დაბალანსებული სოციალური მიმართულებით
ანდრია გვიდიანი - მომავალი წლის ბიუჯეტი კარგად არის დაბალანსებული სოციალური მიმართულებით

ეკონომიკის ექსპერტის, ანდრია გვიდიანის განცხადებით, მომავალი წელი ძალიან აქტიური იქნება ეკონომიკური ზრდის კუთხით.

როგორც გვიდიანმა „პირველ არხთან“ საუბრისას განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტი კარგად არის დაბალანსებული სოციალური მიმართულებით.

“2018 წლის ბიუჯეტი არის მაქსიმალურად დაბალანსებული ბევრი მიმართულებით. ვფიქრობ, მომავალი წელი ძალიან აქტიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი,  ძალიან დაბალანსებულია სოციალური მიმართულებით. ამდენად, გათვლილი სოციალური ხარჯები პასუხობს ზუსტად იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს რეალურად ქვეყანაში არსებობს. ასე რომ, ძალიან ბევრი მაკროეკონომიკური პარამეტრის თანახმად, 2018 წლის ბიუჯეტი შეიძლება შეფასდეს დადებითად”, – განმარტა „პირველ არხთან“ საუბრისას ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა.