ანდრია ბასილაია - რაიონულმა გამგეობებმა ჯანდაცვისა და სოციალური საჭიროებების მიმართულებით 400 მლნ ლარამდე დახარჯეს
თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, აღნიშნული მიმართულებების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია რაიონული გამგეობების საქმიანობა.
„რაიონულმა გამგეობებმა ამ მიმართულებით 400 მილიონამდე ლარი დახარჯეს. მილიონ-ნახევარ ადამიანს გაეწია დახმარება ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე, სხვადასხვა განაცხადების დაფინანსებაზე. ათივე რაიონში ოპერირებს უფასო სასადილო და 42 000 ბენეფიციარს ემსახურება, რისთვისაც 180 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. გარდა ამისა, მოქმედებს მიზნობრივი ფინანსური დახმარება, რაც არის მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის. პარალელურად, მოქმედებს ქირით უზრუნველყოფის პროგრამა, 15 000-მა ოჯახმა უკვე ისარგებლა, რაც 55 მილიონი ლარით დაფინანსდა“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.