ანდრეს მამიკინსი - საქართველო ასოცირებულ ქვეყნებს შორის მოწინავე სახელმწიფოა
ანდრეს მამიკინსი - საქართველო ასოცირებულ ქვეყნებს შორის მოწინავე სახელმწიფოა

საქართველო ასოცირებულ ქვეყნებს შორის მოწინავე ქვეყანაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში განაცხადა, სადაც ევროპარლამენტარებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუსმინეს.​

„ჩემო ძვირფასო მეგობარო, დავით. მახსოვს ჩვენი შეხვედრა თბილისში, მიმდინარე წლის ივლისში, როდესაც მე რეზოლუციის პროექტზე ვმუშაობდი. მე მახსოვს თქვენ მიერ შეტანილი წვლილი საქართველოს დიპლომატიასა და ქვეყნის განვითარებაში. მადლობა თქვენ, რომ ცოტა ხნის წინ მიღებული რეზოლუცია დაბალანსებულად შეაფასეთ.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მთავრობას და წინა მთავრობას სურდა, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრები ადამიანების დახმარება. თქვენ მათ უფასო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფდით. თქვენ მათ ქართული პასპორტები მიეცით, რადგან ისინი თქვენი საზოგადოების წევრები არიან.

მინდა ვთქვა, რომ საქართველო ასოცირებულ ქვეყნებს შორის მოწინავე ქვეყანაა. მომავალში გთხოვთ, უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ დასაქმებულთა უფლებებს, სამუშაო პირობებს. მადლობა მობრძანებისთვის, მე მიყვარს საქართველო“, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის ავტორია.