ანდრეს მამიკინსი - იმედი ვიქონიოთ, რომ ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტს უფრო მკაფიო ევროპული პერსპექტივა ექნება საქართველოსთვის
ანდრეს მამიკინსი - იმედი ვიქონიოთ, რომ ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტს უფრო მკაფიო ევროპული პერსპექტივა ექნება საქართველოსთვის

იმედი ვიქონიოთ, რომ ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტს უფრო მკაფიო ევროპული პერსპექტივა ექნება საქართველოსთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა ანდრეს მამიკინსმა პირველ არხს განუცხადა.

კითხვაზე ევროკავშირის წევრობის რა პერსპექტივა აქვს საქართველოს, მამიკნსი აცხადებს, რომ ეს არის კითხვა, რომელზეც ჯერ პასუხი არ არის.

„ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ მომავალი წლის ნოემბერს. ჩვენ გვეყოლება ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი. კომისიის პრეზიდენტი აღარ იქნება იუნკერი. იმედი ვიქონიოთ, რომ ევროკომისიის მომავალ პრეზიდენტს უფრო მკაფიო ევროპული პერსპექტივა ექნება საქართველოსთვის“, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.