ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო ბევრ კრიტერიუმს
ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო ბევრ კრიტერიუმს

საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო ბევრ კრიტერიუმს, – ეს განცხადება ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ონლაინ რეჟიმში გამართულ დისკუსიაზე გააკეთა.

მისივე თქმით, დაცული უნდა იყოს პრინციპი, რომ ევროპაში ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელს ალიანსში გაწევრიანდება.

„დემოკრატიული სტანდარტების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზება ნატო-ში გაწევრიანების წინაპირობაა. ჩვენ არ მივცემთ კრემლს უფლებას, ჰქონდეს იარაღი, რათა დაბლოკოს საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ან ნატო-სკენ და ეს არჩევნებში ჩარევის გზით გააკეთოს. ამავე დროს უნდა გავუსვა ხაზი, რომ საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო ბევრ კრიტერიუმს.

სამხედრო სტანდარტები უკვე ძალიან მაღალ დონეზეა და შეესაბამება ნატო-ს სტანდარტებს. ბევრი გააკეთა სამოქალაქო სექტორშიც, რათა ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოება მომხდარიყო. თქვენ უკვე მოამზადეთ ნატო-ში გაწევრინებისთვის საფუძველი.

და ბოლოს, ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება, დაადოს ვეტო საქართველოს გადაწყვეტილებას, შეუერთდეს ნატო-ს ან ევროკავშირს, ეს საქართველოს გადასაწყვეტია. საქართველოს ნატო-სა ან ევროკავშირში მიმავალ გზაზე წინ წაწევის საკითხი თბილისსა და ბრიუსელში უნდა გადაწყდეს და არა კრემლში. ჩვენ უნდა დავიცვათ პრინციპი, რომ ევროპაში ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, თუ რომელს ალიანსში გაწევრიანდება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.