ანდრეი სიბიგა - პუტინის გეგმამ, სტამბოლის შეხვედრა 2022 წლის მოლაპარაკებების გაგრძელებად წარედგინა, მარცხი განიცადა
ანდრეი სიბიგა - პუტინის გეგმამ, სტამბოლის შეხვედრა 2022 წლის მოლაპარაკებების გაგრძელებად წარედგინა, მარცხი განიცადა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას თქმით, პუტინის გეგმამ, სტამბოლის შეხვედრა 2022 წლის მოლაპარაკებების გაგრძელებად წარედგინა, მარცხი განიცადა. ამასთან უკრაინელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები არ უნდა იყოს საბაბი, რომ რუსეთზე ზეწოლა არ გაძლიერდეს.

„რუსულ სისულელეებს, ფსევდოისტორიულ განცხადებებს, პროვოკაციებსა და ა.შ. თუ გვერდით თუ გადავდებთ, საბოლოო ჯამში, გვექნება შემდეგი: 1000 ჩვენი ადამიანი – შევძელით შეთანხმება დაბრუნებაზე. ეს 1000 ბედნიერი ოჯახია. მხოლოდ ამის გამოც ჰქონდა ყველაფერს აზრი; ცეცხლის შეწყვეტა – ამ დელეგაციას არ გააჩნდა საკმარისი უფლებამოსილება.

მთავარი ფაქტორია აშშ და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა. უკრაინა გააგრძელებს თავისი ხაზის დაცვას და მიაღწევს თავის შედეგებს. ხალხის დაბრუნება, სიჩუმის დამატება, უსაფრთხოება და მშვიდობა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.