ანდრეი სიბიგა – პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს ჩვენს ერს ომის დროს, ომს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის

10:16, 11.10.2026

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს ჩვენს ერს ომის დროს – ომს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და სწორედ ამ ხალხს აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლებაც.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.

„საზღვარგარეთიდან გაკეთებული განცხადებები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ის თავის საქმეს კარგად ასრულებს. ის მხარდაჭერას იმსახურებს“, – წერს სიბიგა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს. ტრამპმა მიანიშნა, რომ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა რუსეთთან ომის დასასრულებლად.

მსგავსი