ანდრეი სიბიგა პიტერ სიიარტოს მიმართავს - ჩვენ ვიწყებთ ბევრი რამის დანახვას, პიტერ, მათ შორის, მუშაობას უკრაინისა და დანარჩენი ევროპის წინააღმდეგ, კრემლის ლაქიად მსახურებას
ანდრეი სიბიგა პიტერ სიიარტოს მიმართავს - ჩვენ ვიწყებთ ბევრი რამის დანახვას, პიტერ, მათ შორის, მუშაობას უკრაინისა და დანარჩენი ევროპის წინააღმდეგ, კრემლის ლაქიად მსახურებას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს სოციალური ქსელით პასუხობს.

„ჩვენ ვიწყებთ ბევრი რამის დანახვას, პიტერ, მათ შორის, თქვენი მთავრობის ფარისევლობის და მორალური დეგრადაციის, ღია და ფარულ მუშაობას უკრაინისა და დანარჩენი ევროპის წინააღმდეგ, კრემლის ლაქიად მსახურებას. ჩვენ პრეზიდენტზე თქვენი შეტევების ვერანაირი რაოდენობა ვერ შეცვლის იმას, რასაც ჩვენ და ყველა ხედავს“, – წერს სიბიგა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, უნგრულმა სადაზვერვო დრონებმა დაარღვიეს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი გონებას კარგავს თავისი ანტიუნგრული აკვიატებით, ახლა იწყებს იმის დანახვას, რაც არ არსებობს“.