ანდრეი შევჩენკო - უკრაინელმა ბავშვებმა ფეხბურთის თამაში უნდა განაგრძონ, ინგლისური აკადემიები მზად არიან მათ მისაღებად #1TVSPORT
ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ იპოვნა უკრაინის დახმარებაში თავისი მისია.
მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, 1.3 მილიონმა მშვიდობიანმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. ძირითადად, ისინი პოლონეთსა და რუმინეთში აღმოჩდნენ. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან ბავშვები. და შევჩენკო ამბობს, რომ სათავეში ჩაუდგა გეგმებს, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ უკრაინელმა ბავშვებმა ფეხბურთის თამაში გააგრძელონ.
შევჩენკოს თქმით, პრემიერლიგამ აფართოვებს თავის დახმარებას და გეგმავს თავის აკადემიებში უკრაინიდან დევნილი ბავშვების მიღებას.
„დიდ ბრიტანეთში ყველა საფეხბურთო კლუბი გამოეხმაურა სიტუაციას უკრაინაში.
ისინი მზად არიან მიიღონ უკრაინელი ბავშვები პრემიერლიგის კლუბების აკადემიებში სასწავლებლად.
მალე ჩატარდება მოლაპარაკებები დოკუმენტების გაფორმებაზე. ჩვენ ნებართვა უნდა მივიღოთ. შევეცდებით ეს ძალიან მალე გავაკეთოთ. კავშირზე ვარ ფეხბურთის ფედერაციასთან. გაიხსნება სპორტული ბანაკები.
აუცილებელია გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უკრაინის ქალაქებიდან წამოსული ბავშვები სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე ვარჯიშობდნენ“, – განაცხადა შევჩენკომ.