უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ თვალს ადევნებს იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას.
„ახლა, ლონდონში ოჯახთან ერთად ვიმყოფები. ჩვენ 10 დღეა, სახლიდან არ გავდივართ და ყველაფერი წესრიგში მაქვს.
თავის დროზე, როცა ცხრა წლის ვიყავი, ჩემმა ქვეყანამ გადაიტანა მსგავსი ტრაგედია, მხედველობაში მაქვს ჩერნობილი. ასეთ სიტუაციაში საჭიროა, არ გაურთულო საქმე ნამდვილ გმირებს – მედიცინის წარმომადგენლებს.
ვწუხვარ იტალიელების გამო და ვცხოვრობ იმედით, რომ სიტუაცია, ბოლოსდაბოლოს დალაგდება. ჩვენ ერთად შევძლებთ აქედან გამოძრომას“, – თქვა შევჩენკომ.