ანდრეი შევჩენკო - განვლილი 30 წლის განმავლობაში ჩამოვყალიბდით, როგორც ერი, დღეს რთული დროა და უნდა გავერთიანდეთ #1TVSPORT
ანდრეი შევჩენკო - განვლილი 30 წლის განმავლობაში ჩამოვყალიბდით, როგორც ერი, დღეს რთული დროა და უნდა გავერთიანდეთ #1TVSPORT

უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა და მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე თანამემამულეებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„უკრაინა – ჩემი სამშობლოა! ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ხალხით და ჩემი ქვეყნით! ჩვენ ბევრი რთული პერიოდი გადავიტანეთ და განვლილი 30 წლის განმავლობაში ჩამოვყალიბდით, როგორც ერი! ეს არის გულწრფელი, შრომისმოყვარე და თავისუფლებისმოყვარე ერი!

ეს ჩვენი მთავარი მონაპოვარია! დღეს რთული დროა ყველა ჩვენთაგანისთვის. მაგრამ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ! ერთობით ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ შევჩენკომ.