რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ის, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება, მთელი რეგიონისთვის საშიშია
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ის, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება, მთელი რეგიონისთვის საშიშია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ანდრეი რუდენკო აცხადებს, რომ ის, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება, მთელი რეგიონისთვის საშიშია.

„რეგიონი ნამდვილად ფეთქებადია. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობაა, საერთოდ ნებისმიერი ურთიერთობის. მთიანი ყარაბაღის საკითხი მოუგვარებელია, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია შუამავლების როლი, მათ შორის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, რომელშიც ამერიკა, რუსეთი და საფრანგეთია“, – განაცხადა რუდენკომ.

რუდენკოს თქმით, რუსეთი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობა დაარეგულიროს.

„შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, გამოვიყენებთ რუსულ დიპლომატიას იმისთვის, რომ არა მხოლოდ არსებული სასაზღვრო კონფლიქტი დავარეგულიროთ, არამედ ჩვენთვის მოძმე და ახლო ქვეყნებს – სომხეთსა და აზერბაიჯანლებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა რუდენკომ.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.