ანდრეი რუდენკო – რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინა სერიოზულად მიუდგება სტამბოლის მოლაპარაკებებს და გამოიყენებს შესაძლებლობას კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად
MOSCOW, RUSSIA - MARCH 25, 2022: Russia's Deputy Minister of Foreign Affairs Andrei Rudenko is seen during a meeting between Russia's Minister of Foreign Affairs Lavrov and Abkhazia's President Bzhania at the Reception House of the Russian Ministry of Foreign Affairs. Russian Ministry of Foreign Affairs/TASS Россия. Москва. Заместитель министра иностранных дел РФ Андрей Руденко во время встречи министра иностранных
რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინა სერიოზულად მიუდგება სტამბოლის მოლაპარაკებებს და გამოიყენებს შესაძლებლობას კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა კონფერენციაზე სახელწოდებით „რუსეთი და ჩინეთი: თანამშრომლობა ახალ ეპოქაში“.
„რუსეთი დაინტერესებულია უკრაინაში კონფლიქტის სწრაფი დარეგულირებით. ეს კვლავ დაადასტურა პრეზიდენტმა პუტინმა, როდესაც 10 მაისს კიევთან 2022 წლის გაზაფხულზე შეწყვეტილი პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების ინიციატივით გამოვიდა. ვიმედოვნებთ, კიევის ხელისუფლება ამჯერად სერიოზულად მიუდგება ამ მოლაპარაკებებს და გამოიყენებს შესაძლებლობას კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სტამბოლში გამართულმა პირველმა შეხვედრამ მხარეებს მისცა შესაძლებლობა, მოელაპარაკათ დარეგულირებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ნაბიჯებზე.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმი 2 ივნისს სტამბოლში წარუდგინოს.