ანდრეი რუდენკო იმედოვნებს, რომ  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განხილვის შესაძლებლობა გაჩნდება
ანდრეი რუდენკო იმედოვნებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განხილვის შესაძლებლობა გაჩნდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო იმედს გამოთქვამს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განხილვის შესაძლებლობა გაჩნდება.

ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

რუდენკომ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას „ანტირუსული პროვოკაციით გამოწვეული“ დროებითი და იძულებითი ზომა უწოდა.

„2019 წელს დაწესებული აკრძალვა რუსული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეების საჰაერო გადაყვანაზე იყო ცნობილი ანტირუსული პროვოკაციით გამოწვეული იძულებითი ზომა. დარწმუნებულები ვართ, ეს ზომა დროებითია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარიდან გაკვეთილი გამოიტანა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ, გაჩნდება შესაძლებლობა, დავუბრუნდეთ ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განხილვას“, – განაცხადა  ანდრეი რუდენკომ.

დატოვე კომენტარი