ანდრეი კასიანოვი - სტეფანჩუკმა ყველა პარლამენტარს, მათ შორის შალვა პაპუაშვილს მიმართა, ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ დანაშაული
ანდრეი კასიანოვი - სტეფანჩუკმა ყველა პარლამენტარს, მათ შორის შალვა პაპუაშვილს მიმართა, ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ დანაშაული

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ ბუჩას ტრაგედიის სანახავად უკრაინის რადას თავმჯდომარემ პარლამენტარები მიიწვია.

როგორც ანდრეი კასიანოვმა აღნიშნა, რუსლან სტეფანჩუკის მიწვევა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა“, – განაცხადა კასიანოვმა.

კითხვაზე, როდის გაეგზავნა შალვა პაპუაშვილის უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა, ანდრეი კასიანოვმა აღნიშნა: „მიწვევა გუშინ გავუგზავნეთ და ამ დრომდე პასუხი არ გვაქვს“.