ანდრეი კასიანოვი - საქართველოში უკრაინის საელჩოს ჩვენი ქვეყნის მთავრობიდან სააკაშვილთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვა არ მიუღია
ანდრეი კასიანოვი - საქართველოში უკრაინის საელჩოს ჩვენი ქვეყნის მთავრობიდან სააკაშვილთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვა არ მიუღია

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელ ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საელჩოს არ მიუღია უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მიმართვა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„მე ვიცი, რომ თქვენ გქონდათ რამდენიმე შეკითხვა, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ვიცით, რომ თქვენ გაინტერესებდათ, თუ იყო უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მიმართვა, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მინდა, გითხრათ, რომ საელჩოს არ მიუღია და არც საელჩოს არ გადაუცია ოფიციალური მიმართვა უკრაინის მთავრობის, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს“, – აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.