ანდრეი კასიანოვი - მადლიერი ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, რომლის გადაწყვეტილებით, საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება, ეს არის ძალიან დროული ინიციატივა უკრაინისთვის
ანდრეი კასიანოვი - მადლიერი ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, რომლის გადაწყვეტილებით, საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება, ეს არის ძალიან დროული ინიციატივა უკრაინისთვის

საქართველოში, გრუშევსკის სკოლის ბაზაზე​ უკრაინულენოვანი სექტორის გახსნა ძალიან დროული და მნიშვნელოვანი ინიციატივაა უკრაინისთვის, მადლობელი ვარ ქართული მხარის ამ ძლიერი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

ანდრეი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკრაინელი ხალხისა და მოსწავლეების მხარდაჭერისთვის.

„მადლიერი ვარ ქართული მხარის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება გრუშევსკის სკოლის ბაზაზე. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი ინიციატივა უკრაინისთვის. მადლობელი ვარ ქართული მხარის ამ ძლიერი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის ჩართულობით გვექნება უკრაინული სექტორი და შემდეგ ეტაპზე უკრაინული სკოლა“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გუშინ პირადად გააცნო.

დატოვე კომენტარი