ანდრეი კასიანოვი გია ბარამიძესთან დაკავშირებულ კითხვაზე - ვერ ვხედავ ვერც აზრს, ვერც საჭიროებას, კომენტარი გავაკეთო, ვინ სად თქვა და სად მოისმინა
ანდრეი კასიანოვი გია ბარამიძესთან დაკავშირებულ კითხვაზე - ვერ ვხედავ ვერც აზრს, ვერც საჭიროებას, კომენტარი გავაკეთო, ვინ სად თქვა და სად მოისმინა

გვაქვს კავშირის ეფექტური არხები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე მთავრობასთან, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს, ეფექტურად განვიხილოთ ყველა საკითხი, – ამის შესახებ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა შეკითხვას გავრცელებულ ხმოვან შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე ანდრეი კასიანოვს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, აზრს ვერ ხედავს, გააკეთოს კომენტარი, თუ ვინ სად თქვა რამე ან ვინ სად მოისმინა.

„მე ვერ ვხედავ ვერც აზრს, ვერც საჭიროებას, რომ კომენტარი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, ვინ სად თქვა და სად მოისმინა. ჩვენ გვაქვს კავშირის ეფექტური არხები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე მთავრობასთან, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს, ეფექტურად განვიხილოთ ყველა საკითხი“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.