ანდრეი კასიანოვი - ბელარუსის მხრიდან საფრთხე რჩება ძალიან მაღალი
ანდრეი კასიანოვი - ბელარუსის მხრიდან საფრთხე რჩება ძალიან მაღალი

ბელარუსის მხრიდან საფრთხე რჩება ძალიან მაღალი, რაზეც ისაუბრა უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი დანილოვმა, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა იტოვებს უფლებას, მთავარსარდლის ბრძანების შემთხვევაში, განახორციელოს პრევენციული სარაკეტო დარტყმა ბელარუსის ტერიტორიაზე, იმ საფრთხისშემცველ სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ემუქრებიან უკრაინას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა სამხედრო მოქმედება, რომელიც ხდება უკრაინის ტერიტორიაზე, ხდება ომის წესების შესაბამისად. რუს ტყვეებს უკრაინა ექცევა სამხედრო სამართლისა და ჟენევის კონვენციის დებულებების შესაბამისად“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

უკრაინული მედიის ცნობით, მარტის დასაწყისში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა არ გამორიცხა უკრაინის მიერ ბელარუსზე პრევენციული დარტყმის შესაძლებლობა ბელარუსული ძალების შეჭრის შემთხვევაში.

„ჩვენი ძალები ანადგურებენ იმ ტექნიკასა და რესურსებს, რომლებიც არის ჩვენს ქვეყანაში, თუმცა თუ მთავარსარდალი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს გაკეთებული იქნება“, – განაცხადა დანილოვმა შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას ბელარუსში ობიექტებზე პრევენციული დარტყმა განახორციელოს.