ანდრეი ერმაკის ცნობით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდა 12 უკრაინელი, რომელთა შორის მარიუპოლის, ზმეინისა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცველები არიან
ანდრეი ერმაკის ცნობით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდა 12 უკრაინელი, რომელთა შორის მარიუპოლის, ზმეინისა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცველები არიან

კიევსა და მოსკოვს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, რუსეთის ტყვეობიდან 12 უკრაინელი გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ერმაკის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არიან მარიუპოლის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და კუნძულ ზმეინის დამცველები. ამასთან,  გათავისუფლებულებიდან ორი სამოქალაქო პირია, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, გაცვლის შედეგად, ცხრა სამხედროს დაბრუნების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინამ ტყვეობიდან 98 უკრაინელის დაბრუნება შეძლო.