ანდრეი ერმაკი – უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან საუბრისას უკრაინაში მისი მომავალი ვიზიტი განვიხილეთ, სამართლიანი მშვიდობა არის პრიორიტეტი უკრაინისთვის
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს ესაუბრა.
როგორც ერმაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, კიტ კელოგთან უკრაინაში მისი მომავალი ვიზიტი განიხილა.
„ვესაუბრე უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს. განვიხილეთ უკრაინაში მისი მომავალი ვიზიტი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა არის პრიორიტეტი უკრაინისთვის. ასევე ვისაუბრეთ ფრონტის ხაზებზე არსებულ ვითარებაზე და უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოებაზე. დამატებით, ჩვენ განვიხილეთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მომავალი შეხვედრები. მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის“, – წერს ანდრეი ერმაკი.
🇺🇦🇺🇸Говорив зі спецпредставником США з питань України та росії Кітом Келлогом.
Обговорили його майбутній візит в Україну, який є для нас дуже важливим.
Справедливий та стійкий мир – пріоритет для України.
— Andriy Yermak (@AndriyYermak) February 7, 2025