ანდრეი ერმაკი - უკრაინელი ხალხი განაგრძობს ბრძოლას გამარჯვებამდე, ჩვენი გამარჯვება კი, ჩვენს ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნებაა
ანდრეი ერმაკი - უკრაინელი ხალხი განაგრძობს ბრძოლას გამარჯვებამდე, ჩვენი გამარჯვება კი, ჩვენს ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნებაა

უკრაინისთვის მოლაპარაკებებში პროგრესი იქნებოდა რუსეთის გადაწყვეტილება ომის შეჩერებისა და უკრაინული ტერიტორიის დეოკუპაციის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესზე საუბრისას, ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ უკრაინის პოზიცია გამჭვირვალე და მკაფიოა.

„უკრაინას არ დაუწყია ეს ომი. უკრაინას არ აქვს ოკუპირებული ვინმეს ტერიტორიები. უკრაინა არასდროს ყოფილა აგრესიული ქვეყანა, კერძოდ, არ გამოუვლენია აგრესია რუსეთის მიმართ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამისთვის ვიბრძვით, ჩვენი მიწებისა და თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი მიისწრაფის ომის დასრულებისკენ.

„ჩვენთვის პრინციპული საკითხები, რომლებზეც არ ვართ მზად, რომ ვეძებოთ კომპრომისები, არის ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ ომი, ჩვენი ხალხი მიისწრაფის ომის დასრულებისკენ, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში. ჩვენი ხალხი განაგრძობს ბრძოლას გამარჯვებამდე. ჩვენი გამარჯვება კი, ჩვენს ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნებაა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.