ანდრეი ერმაკი – უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ჯერ კიდევ არ არის მზად

10:30, 13.12.2024

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინა ჯერ კიდევ არ არის მზად რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.

ერმაკის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი იარაღი, ნატო-ში წევრობის მიწვევა და უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა უკრაინა მზად რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისთვის, ერმაკი ამბობს: „ჯერ არა“.

„ჯერ კიდევ არა. ჩვენ არ გვყოფნის იარაღი, გვაკლია სტატუსი, რომელზეც ვსაუბრობთ, საქმე ეხება ნატო-ში მიწვევას და მკაფიო გარანტიებს, რაც დაგვარწმუნებს, რომ პუტინი ორ-სამ წელიწადში არ დაბრუნდება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი.

როგორც ერმაკი ამბობს, მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინა უნდა იყოს ძლიერი და მაშინ შეძლებს რუსეთთან თანაბარ პირობებში საუბარს.

მსგავსი