ანდრეი ერმაკი - „რეფერენდუმების“, „მობილიზაციის“ მუქარით და შეშინებით გულუბრყვილო შანტაჟი მათგან, ვინც ბრძოლა იცის მხოლოდ ბავშვებთან და მშვიდობიან მოსახლეობასთან, მტერს ეშინია
ანდრეი ერმაკი - „რეფერენდუმების“, „მობილიზაციის“ მუქარით და შეშინებით გულუბრყვილო შანტაჟი მათგან, ვინც ბრძოლა იცის მხოლოდ ბავშვებთან და მშვიდობიან მოსახლეობასთან, მტერს ეშინია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან რეფერენდუმებით მუქარა გულუბრყვილო შანტაჟია.

„ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ანდრეი ერმაკმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„რეფერენდუმების“, „მობილიზაციის“ მუქარით და შეშინებით გულუბრყვილო შანტაჟი მათგან, ვინც ბრძოლა იცის მხოლოდ ბავშვებთან და მშვიდობიან მოსახლეობასთან. ასე გამოიყურება განადგურების შიში. მტერს ეშინია, პრიმიტიულად მანიპულირებს. უკრაინა გადაწყვეტს რუსეთის საკითხს. საფრთხის ლიკვიდაცია მხოლოდ ძალით შეიძლება“, – წერს ერმაკი.

ცნობისთვის, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გაიმართება.