ანდრეი ერმაკი - პირველ გლობალურ „სამშვიდობო სამიტზე“ 160-ზე მეტი ქვეყანა იქნება მიწვეული, რუსეთის მიწვევა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის
ანდრეი ერმაკი - პირველ გლობალურ „სამშვიდობო სამიტზე“ 160-ზე მეტი ქვეყანა იქნება მიწვეული, რუსეთის მიწვევა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის

პირველ გლობალურ „სამშვიდობო სამიტზე“, რომელიც შვეიცარიაში უნდა გაიმართოს, 160-ზე მეტი ქვეყანა იქნება მიწვეული, რუსეთის მოწვევა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, მოწვევები მომზადდა და გაიგზავნება 160-ზე მეტ ქვეყანაში. ეს არის ძალიან დიდი საერთაშორისო ღონისძიება. პირველი სამიტის მიზანი უნდა იყოს იმის გამოსწორება, რაზეც ამ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით ელჩების, მრჩევლების დონეზე“, – განაცხადა ერმაკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს უკრაინა მუშაობს დოკუმენტზე, რომელიც შეიძლება იყოს ამ შეხვედრის შედეგი.

„პირველი შეხვედრის შემდეგ გარკვეული დრო დაგვჭირდება, რათა მოვამზადოთ ერთობლივი, ფორმულებზე დაფუძნებული გეგმა მსოფლიოს ქვეყნებისთვის, რომელიც ითვალისწინებს იმ კრიზისების დაძლევას, რაც ომმა შექმნა“,- განაცხადა ერმაკმა.

ერმაკმა განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მოწვევა მხოლოდ მეორე „მშვიდობის სამიტზე“ არის შესაძლებელი.

„მეორე სამიტზე ჩვენ ვვარაუდობთ, რომ როდესაც ეს გეგმა შეიქმნება, შუამავლების გარეშე, ღიად, ყველა ამ ქვეყნის მონაწილეობით, რომლებიც ჩვენთან ერთად გაივლიან ამ გზას, შეიძლება იყოს სიტუაცია, რომ ერთად მოვიწვიოთ რუსეთის წარმომადგენლები“, – აღნიშნა ერმაკმა.

შეგახსენებთ, შვეიცარიამ განაცხადა, რომ ისინი, უკრაინის მოთხოვნით, ზაფხულისთვის აპირებენ გლობალური „სამშვიდობო სამიტის“ ორგანიზებას.