ანდრეი ერმაკი მოუწოდებს აშშ-სა და ევროპას, გააძლიერონ სანქციები და მიაწოდონ უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები
ანდრეი ერმაკი მოუწოდებს აშშ-სა და ევროპას, გააძლიერონ სანქციები და მიაწოდონ უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები

2024 წელი გადამწყვეტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ომში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

ერმაკმა მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას, გააძლიერონ სანქციები და მიაწოდონ უკრაინას დამატებითი იარაღის სისტემები, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემები ქვეყნის ენერგოსისტემაზე რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმების წინ.

„ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ კიევის კონტრშეტევა გრძელდება, შეიარაღებულ ძალებს აქვთ დასაყრდენი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის, როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.