ანდრეი ერმაკი – ჩვენ არასდროს არ ვაღიარებთ არცერთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთის ტერიტორიად

20:33, 18.03.2025

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინა არ განიხილავს ნეიტრალურ სტატუსს ან შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებას.

ამის შესახებ ერმაკმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„უკრაინა არ განიხილავს ნეიტრალურ სტატუსს ან ჩვენი შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებას. ჩვენ არასდროს არ ვაღიარებთ არცერთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთის ტერიტორიად“, – წერს ერმაკი.

მსგავსი